ძიება

ინტერაქტიული რუკა

ინტერაქტიული რუკა

Thursday, May 19, 2011

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ზოგადი

საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია გააჩნია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 7%-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული.
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. აღნიშნული დაცული ტერიტორიების მართვასა და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცული ტერიტორიების სააგენტო. იგი შექმნილია დაცული ტერიტორიების სფეროში სახელმწიფო ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. სააგენტოს ამოცანებია: სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლებისა და აღკვეთილების ადმინისტრაციების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი, ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვა და განვითარება, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და ეკოტურიზმის განვითარება, დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და მოწყობა.

No comments:

Post a Comment