ძიება

ინტერაქტიული რუკა

ინტერაქტიული რუკა

Wednesday, June 1, 2011

დაცული ტერიტორიების სააგენტო (ვებ-გვერდის შეფასება) www.dpa.gov.ge

რატომ არის ეს თემა ჩემთვის საინტერესო?
  • ჩემი მეორადი სპეციალობა ტურიზმის მენეჯმენტია და აქედან გამომდინარე ყველაფერი მაინტერესებს რაც ამ სფეროს ეხება.
  • დაცული ტერიტორიები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებზე. ტურისტების უმრავლესობას სწორედ მათი მონახულება სწადია.
  • ტურიზმი დღეისათვის პრიორიტეტულ სფეროთაგანს განეკუთვნება და დიდია მასში დაცული ტერიტორიების როლი.
  • დაცული ტერიტორიები და ტურიზმის ინდუსტრია განუყოფელია.
  • მსურს უკეთ გავიგო, თუ როგორ ფუნქციონირებს აღნიშნული სააგენტო (ამ შემთხვეაში კი კერძოდ სააგენტოს ვებ-გვერდი). ვებ-გვერდი სააგენტოს “სახეს” წარმოადგენს და მაინტერესებს, როგორ ახდენს სააგენტო საიტზე ინფორმაციის ორგანიზებას.


რატომ შეიძლება იყოს აქტუალური საზოგადოებისთვის?
  • დღეისათვის, ასე თუ ისე, ყველას აინტერესებს ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე საკითხები.
  • ხშირად ესმის საზოგადოებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესახებ, მაგრამ ბევრმა არ იცის მისი საქმიანობის შესახებ. ამ მცირე კვლევის შედეგად დაცული ტერიტორიების შესახებ უფრო მეტს გაიგებს საზოგადოება.
  • ნახავს, რა როლს თამაშობს ის ეროვნული ტურიზმის “მშენებლობაში”.
  • საზოგადოებას თავად მიეცემა შესაძლებლობა შეაფასოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა და ვებ-გვერდი.


მასალის ხელმისაწვდომობა და კვლევის ეტაპების განსაზღვრა:

ჩემი მცირე კვლევისთვის ვიყენებ ვებ-გვერდის კონტენტ-ანალიზის მეთოდს და შესაბამისად საკვლევი მასალაც საიტზე არსებული ინფორმაციაა. კვლევის ეტაპები იქნება:
  • საიტზე არსებული ინფორმაციის მოძიება/გაანალიზება/დამუშავება
  • სააგენტოს მომსახურე პერსონალის გამოკითხვა
  • მოძიებული ინფორმაციის შეჯამება

ძირითადი საკითხები გამოიყოფა შემდეგ თავებად:
  • შესავალი
  • სააგენტოს მისია
  • მიზნობრივი აუდიტორია
  • ვებ-გვერდის მიმოხილვა
  • საძიებო სისტემები საიტზე
  • მომხმარებელთა მოთხოვნილებები
  • სერვისი
  • დასკვნა


შესავალი
შესავალში აღნიშნული იქნება:
  • რატომ მაინცდამაინც დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • პრობლემა
  • კვლევის მიზანი
  • მოლოდინები
  • საიტის შეფასების კრიტერიუმები
  • შერჩეული მეთოდი


სააგენტოს მისია

ეს თავი ეხება სააგენტოს მისიის დადგენას და ამოცანებს, ანუ რას უწყობს ის ხელს და რა შედის სააგენტოს საქმიანობის სფეროში.

მიზნობრივი აუდიტორია

მიზნობრივი აუდიტორიის დადგენა ხერხდება მხოლოდ კვლევის ჩატარების შემდეგ, რადგან მისიაში ეს აღნიშული არ არის და მხოლოდ ინფორმაციის შეჯამება გვაძლევს მათი ვინაობის დადგენის საშუალებას.

ვებ-გვერდის მიმოხილვა

ამ ნაწილში განხილული იქნება საიტის მთავარი გვერდი და მთლიანად საიტი, ანუ რისი ნახვა და რა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი აღნიშნულ საიტზე და რა ხარისხის.



საძიებო სისტემები საიტზე

ამ ნაწილში მიმოხილული იქნება ის საძიებო სისტემები, რაც საიტზე გამოიყენება და მოხდება მათი შეფასება.

მომხმარებელთა მოთხოვნილებები

ამ თავში განხილული იქნება ის მოთხოვნები, რასაც მომხმარებელი სააგენტოს უყენებს და ვნახავთ, თუ როგორ პასუხობს სააგენტოს საიტი მათ.

სერვისი

ამ ნაწილში მიმოვიხილავ იმ სერვისებს, რასაც დაცული ტერტორიების სააგენტო სთავაზობს მომხმარებელს და რისი ონლაინ დაჯავშნის საშუალებაც აქვთ მათ. მოვახდენ მათ შეფასებასაც, ანუ რა სახის სერვისი ეთავაზებათ მათ და რა სახის უნდა ეთავაზებოდეს.

დასკვნა

მოვახდენ კვლევის შეჯამებას და დავადგენ შესაძლო რეკომენდაციებს.

მოცემული კვლევის გაგრძელების პერსპექტივები

მიმაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მრავალმხრივ შეიძლება გაგრძელდეს. დაცული ტერიტორიების ვებ-გვერდი ბევრი სახის ინფორმაციას უწევს ორგანიზებას და შესაბამისად, რა სახით აკეთებს ამას და მისაღებია თუ არა ეს, კვლევის ობიექტი შესაძლებელია თვისუფლად იყოს.

Mind42