ძიება

ინტერაქტიული რუკა

ინტერაქტიული რუკა

Wednesday, June 1, 2011

დაცული ტერიტორიების სააგენტო (ვებ-გვერდის შეფასება) www.dpa.gov.ge

რატომ არის ეს თემა ჩემთვის საინტერესო?
  • ჩემი მეორადი სპეციალობა ტურიზმის მენეჯმენტია და აქედან გამომდინარე ყველაფერი მაინტერესებს რაც ამ სფეროს ეხება.
  • დაცული ტერიტორიები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებზე. ტურისტების უმრავლესობას სწორედ მათი მონახულება სწადია.
  • ტურიზმი დღეისათვის პრიორიტეტულ სფეროთაგანს განეკუთვნება და დიდია მასში დაცული ტერიტორიების როლი.
  • დაცული ტერიტორიები და ტურიზმის ინდუსტრია განუყოფელია.
  • მსურს უკეთ გავიგო, თუ როგორ ფუნქციონირებს აღნიშნული სააგენტო (ამ შემთხვეაში კი კერძოდ სააგენტოს ვებ-გვერდი). ვებ-გვერდი სააგენტოს “სახეს” წარმოადგენს და მაინტერესებს, როგორ ახდენს სააგენტო საიტზე ინფორმაციის ორგანიზებას.


რატომ შეიძლება იყოს აქტუალური საზოგადოებისთვის?
  • დღეისათვის, ასე თუ ისე, ყველას აინტერესებს ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე საკითხები.
  • ხშირად ესმის საზოგადოებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესახებ, მაგრამ ბევრმა არ იცის მისი საქმიანობის შესახებ. ამ მცირე კვლევის შედეგად დაცული ტერიტორიების შესახებ უფრო მეტს გაიგებს საზოგადოება.
  • ნახავს, რა როლს თამაშობს ის ეროვნული ტურიზმის “მშენებლობაში”.
  • საზოგადოებას თავად მიეცემა შესაძლებლობა შეაფასოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა და ვებ-გვერდი.


მასალის ხელმისაწვდომობა და კვლევის ეტაპების განსაზღვრა:

ჩემი მცირე კვლევისთვის ვიყენებ ვებ-გვერდის კონტენტ-ანალიზის მეთოდს და შესაბამისად საკვლევი მასალაც საიტზე არსებული ინფორმაციაა. კვლევის ეტაპები იქნება:
  • საიტზე არსებული ინფორმაციის მოძიება/გაანალიზება/დამუშავება
  • სააგენტოს მომსახურე პერსონალის გამოკითხვა
  • მოძიებული ინფორმაციის შეჯამება

ძირითადი საკითხები გამოიყოფა შემდეგ თავებად:
  • შესავალი
  • სააგენტოს მისია
  • მიზნობრივი აუდიტორია
  • ვებ-გვერდის მიმოხილვა
  • საძიებო სისტემები საიტზე
  • მომხმარებელთა მოთხოვნილებები
  • სერვისი
  • დასკვნა


შესავალი
შესავალში აღნიშნული იქნება:
  • რატომ მაინცდამაინც დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • პრობლემა
  • კვლევის მიზანი
  • მოლოდინები
  • საიტის შეფასების კრიტერიუმები
  • შერჩეული მეთოდი


სააგენტოს მისია

ეს თავი ეხება სააგენტოს მისიის დადგენას და ამოცანებს, ანუ რას უწყობს ის ხელს და რა შედის სააგენტოს საქმიანობის სფეროში.

მიზნობრივი აუდიტორია

მიზნობრივი აუდიტორიის დადგენა ხერხდება მხოლოდ კვლევის ჩატარების შემდეგ, რადგან მისიაში ეს აღნიშული არ არის და მხოლოდ ინფორმაციის შეჯამება გვაძლევს მათი ვინაობის დადგენის საშუალებას.

ვებ-გვერდის მიმოხილვა

ამ ნაწილში განხილული იქნება საიტის მთავარი გვერდი და მთლიანად საიტი, ანუ რისი ნახვა და რა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი აღნიშნულ საიტზე და რა ხარისხის.



საძიებო სისტემები საიტზე

ამ ნაწილში მიმოხილული იქნება ის საძიებო სისტემები, რაც საიტზე გამოიყენება და მოხდება მათი შეფასება.

მომხმარებელთა მოთხოვნილებები

ამ თავში განხილული იქნება ის მოთხოვნები, რასაც მომხმარებელი სააგენტოს უყენებს და ვნახავთ, თუ როგორ პასუხობს სააგენტოს საიტი მათ.

სერვისი

ამ ნაწილში მიმოვიხილავ იმ სერვისებს, რასაც დაცული ტერტორიების სააგენტო სთავაზობს მომხმარებელს და რისი ონლაინ დაჯავშნის საშუალებაც აქვთ მათ. მოვახდენ მათ შეფასებასაც, ანუ რა სახის სერვისი ეთავაზებათ მათ და რა სახის უნდა ეთავაზებოდეს.

დასკვნა

მოვახდენ კვლევის შეჯამებას და დავადგენ შესაძლო რეკომენდაციებს.

მოცემული კვლევის გაგრძელების პერსპექტივები

მიმაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მრავალმხრივ შეიძლება გაგრძელდეს. დაცული ტერიტორიების ვებ-გვერდი ბევრი სახის ინფორმაციას უწევს ორგანიზებას და შესაბამისად, რა სახით აკეთებს ამას და მისაღებია თუ არა ეს, კვლევის ობიექტი შესაძლებელია თვისუფლად იყოს.

Mind42

Thursday, May 19, 2011

სერვისი


დაცული ტერიტორიების სააგენტო მომხმარებელს სთავაზობს სერვისებiს ონლაინ დაჯავშნას, რომლებიც შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე მოქმედებს:

გამოცემები


დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს თავისი გამოცემები:
კალენდრები, ჟურნალები, წიგნები, ტურისტული რუკები, სავალე მეგზურები.

სტატისტიკა

დაცული ტერიტორიების საიტზე მოცემული სტატისტიკა წლების, თვეების, ქვეყნების და დაცული ტერიტორიების მიხედვით:


ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე წლების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
ვიზიტორთა სტატისტიკა დაცული ტერიტორიების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
ვიზიტორთა რაოდენობისა და შემოსავლების დინამიკა დაცულ ტერიტორიებზე თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
საქართველოსა და უცხო ქვეყნის ვიზიტორთა დინამიკა დაცულ ტერიტორიებზე თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე ქვეყნების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
იმერეთის მღვიმეთა კომპლექსის ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვთ / განახლებულია 16.05.2011.
ლაგოდეხის ნაკრძალის ვიზიტორთა დინამიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
ვაშლოვანის ეროვნული პარკის ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 2010
კოლხეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
ქობულეთის ნაკრძალის ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
კინტრიშის ნაკრძალის ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.
ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა სტატისტიკა თვეების მიხედვით / განახლებულია 16.05.2011.

ბმულები

საჭირო ბმულებია:


საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

თუშეთის დაცული ტერიტორიები

მტირალას ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები

საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

საქართველოს დაცული ტერიტორიების დაძმობილებული პარკები



საქართველოს დაცული ტერიტორიების დაძმობილებული პარკებია:


გეგმარებითი დაცული ტერიტორიები

გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნის საფუძველს წარმოადგენს უნიკალური ბუნებისა და კულტურული ძეგლების კონსერვაცია, დაცვა და აღდგენა. ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში სიციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ეკოტურიზმის განვითარებასა და საქართველოში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების პოპულარიაზაციას მსოფლიო დონეზე.


გეგმარებითი დაცული ტერიტორიებია:


დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები

დაცული ტერიტორიების სააგენტო აერთიანებს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს:


ა) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

ბ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია

გ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია

დ) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

ე) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია

ვ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ზ) მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია

თ) კაცობურის აღკვეთილის ადმინისტრაცია

ი) გარდაბნის აღკვეთილის ადმინისტრაცია

კ) თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

ლ)სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია

მ) მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრცია


ნ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ო) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

პ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ჟ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

რ) კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტრუქტურა

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ზოგადი

საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია გააჩნია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 7%-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული.
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. აღნიშნული დაცული ტერიტორიების მართვასა და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცული ტერიტორიების სააგენტო. იგი შექმნილია დაცული ტერიტორიების სფეროში სახელმწიფო ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. სააგენტოს ამოცანებია: სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლებისა და აღკვეთილების ადმინისტრაციების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი, ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვა და განვითარება, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და ეკოტურიზმის განვითარება, დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და მოწყობა.